logo
ENG



"გადავარჩინოთ ვაშლიჯვარი" - მოსახლეობა მეწყრის სიახლოვეს მშენებლობების შეჩერებას ითხოვს

28 მარ 202114:55
3 წუთის საკითხავი
 

ვაშლიჯვრის მოსახლეობა აქციას მართავს და ითხოვს, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ დაწყებული მეწყრული პროცესების გამო სახიფათო მშენებლობები შეჩერდეს.

მცხოვრებლები ამბობენ, რომ ისინი თბილისის მერიას არ ენდობიან და დამოუკიდებელი კომისიის შექმნას მოითხოვენ ვაშლიჯვრის ფერდზე არსებული მდგომარეობის შესასწავლად. 

„გვაქვს ერთი ძირითადი მოთხოვნა - ვიცხოვროთ უსაფრთხო გარემოში. ჩვენი მოთხოვნაა, მთავრობამ შეასრულოს მოთხოვნები, შემოვიდეს კომუნიკაციაში მოსახლეობასთან და გაგვაცნოს გეგმა, როგორ აპირებენ კრიზისის დაძლევას. ვხედავთ, რომ ამ უბანში მშენებლობები იწვევს პრობლემებს იწვევს. გვაქვს მეწყრის საშიშროებაც და ამაზე პასუხს ვთხოვთ მთავრობას", - ამბობენ ვაშლიჯვრის მცხოვრებლები. 

თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან მეწყრული პროცესების დაწყებაზე ცნობილი 18 მარტს გახდა. თუმცა, ფორმულას ინფორმაციით, თბილისის მერია მეწყრული პროცესების შესახებ სექტემბერშივე იყო ინფორმირებული. ხოლო ნაპრალების გაჩენის შესახებ თბილისის მერს 1 მარტს ჰქონდა ინფორმაცია.

ფერდობზე ნაპრალების ამსახველი ფოტო ინტერნეტით, Forum.ge-ზე გავრცელდა. ამის მიუხედავად, ადგილზე მძიმე ტექნიკის გამოყენებით გზის დაგების სამუშაოები ისევ გრძელდება. 

რა ხდება ფერდობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სრულად იხილეთ აქ.


close დახურვა